ბოლო წლებში დიდი ყურადღება ექცევა გარემოს დაცვის საკითხებს, განსაკუთრებით კი ტყეების მოვლა-პატრონობას. ამავე დროს მომხმარებელიც სულ უფრო მეტად ცდილობს შეიძინოს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ხე ის ნედლეულია, რომელიც ფასობს სამოქალაქო საზოგადოებაშიც და წარმოებაშიც სწორედ იმით, რომ სამშენებლო მასლების 99 პროცენტისგან განსხვავებით ჯანსაღი, ბუნებრივი, ცოცხალი მასალაა. პარკეტის დამზადების პროცესში, ხე არ საჭიროებს დამატებით ქიმიურ გადამუშავებას, უზრუნველყოფს ჰაერის დაბალანსებულობას ოთახში, ინარჩუნებს სითბოს, აქვს ხმის იზოლატორის ფუნქცია. ხე ის ერთადერთი მასალაა, რომელიც ცვეთის შემდეგ შესაძლებელია სრულფასოვნად აღდგეს. კაცობრიობის ისტრორიის მანძილზე ხე ყოველთვის იყო უმნიშვნელოვანესი ნედლეული. ხე ასოცირდება ძალასთან და ჯანმრთელობასთან. ხე არის კომფორტული, თბილი და არასოდეს ცივი. ეს და კიდევ უამრავი მიზეზი არსებობს იმისთვის, რომ აირჩიო ხის ბუნებრივი, ნატურალური იატაკი. თუმცა არჩევანის გაკეთების დროს დგას მეორე საკითხი, რამდენად არღვევს ხეების ჩეხვა ბუნებრივ ეკოსისტემას. პასუხი მარტივია - ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად გეგმაზომიერად და მდგრადად იმართება ტყეები. ჩვენ ვთანამშრომლობთ მხოლოდ იმ კომპანიებთან, რომლებიც ხის საფუძველზე წარმოებული მასალის შესყიდვას ანხორციელებენ მდგრადად მართული სატყეო მეურნეობებისგან და გააჩნიათ FSC ან PEFC სერთიფიკატები.
ჩვენი პროდუქციის ასორტიმენტში ხის იატაკებთან ერთად აღმოაჩენთ ნატურალური ლინოლიუმის იატაკებს. „ფორბოს" ლინოლიუმი არის საუკეთესო პასუხი კითხვაზე როგორი უნდა იყოს ნატურალური ნედლეულისგან მიღებული ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია. ნატურალური ლინოლიუმის დასამზადებლად გამოიყენება: სელის ზეთი, ნატურალური ფისი, ხის ფქვილი, კირქვა, ნატურალური პიგმენტები და ჯუტი. პროდუქცია სერთიფიცირებულია გარემო პირობების ხარისხის დაცვის ისეთი დამოუკიდებელი ორგანოების მიერ, როგორიცაა: Nature Plus (გერმანია), Nordic Swan Label(სკანდინავია), UZ56 (ავსტრია), Smart (აშშ), Ecollabeling Trust (ახალი ზელანდია) და ა.შ.
სამშენებლო ქიმია, რომელსაც ჩვენთან შეიძენთ, აკმაყოფილებს ეკოლოგიური უსაფრთხოების თანამედროვე მსოფლიო სტანდარტების ყველა მოთხოვნილებას.