იმისათვის, რომ ხშირად არ მოგვიწიოს იატაკის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია დროულად, სწორად მოვუაროთ და მივხედოთ მას. ეს ეხება, როგორც პარკეტს, ასევე ლამინირებულ იატაკს, ვინილსა და რბილ იატაკებს. ჩვენ მოგცემთ ინსტრუქციებს იმის შესახებ, თუ როგორ და რა საშუალებებით გაწმინდოთ და მოუაროთ იატაკს.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ყველა ტიპის იატაკს ესაჭიროება მოვლა, თუმცა საფარის მიხედვით განსხვავებულია მოვლის საშუალებები და მეთოდები. ლაქით, ზეთით და ცვილით დაფარული პარკეტის მოვლისას გაითვალისწინეთ, რომ:
ზეთითა და ცვილით დაფარული პარკეტის მოვლა-დასუფთავება შეიძლება ორი მეთოდით - მშრალი და სველი. მშრალი მეთოდი გულისხმობს იატაკის დასუფთავებას მტვერსასრუტით. სველი მეთოდის დროს იატაკის წმენდა ხდება კარგად გაწურული სველი ნაჭრით. ამ დროს, აუცილებელია წყალში გაურიოთ სპეციალურად ზეთით დამუშავებული იატაკისთვის განკუთვნილი მოვლის საშუალება, EUROCOL 896.
EUROCOL 896
გალაქული პარკეტის მოვლის პროცესი იყოფა ორ ეტაპად: პარკეტის მოწმენდა-გასუფთავება და ზედაპირის დაფარვა დამცავი საშუალებით. იატაკის სველი წესით ყოველდღიური წმენდისას, აუცილებლად გააზავეთ წყალში მისი მოვლის საშუალება, მაგალითად EUROCOL 888 შედარებით ძლიერი დაბინძურების შემთხვევაში იატაკის მოსაწმენდად გამოიყენეთ უფრო ძლიერი საშუალება, მაგალითად, EUROCOL 891 Aqua Basic Cleaner. აღნიშნული პროდუქტი არა მხოლოდ გაასუფთავებს იატაკს, არამედ მოხსნის იატაკზე წერტილოვნად შემორჩენილ ძველ ფენებსაც, რისი გაკეთებაც აუცილებელია ახალი დამცავი ფენის დატანამდე. საცხოვრებელ სახლებში, ლაქით დამუშავებული პარკეტის დამცავი ფენის განახლება წელიწადში ორჯერაა რეკომენდებული, სალონებსა და მაღაზიებში - თვეში ერთხელ, ხოლო რესტორნებსა და კლუბებში - თვეში ორჯერ.
ვინილის იატაკის მოვლა და შენარჩუნება საკმაოდ მარტივია მისი მყარი დამცავი ფენის გამო. გამოიყენება ვინილის იატაკის მოვლის ორი მეთოდი: მოვლა-დასუფთავება აპარატის გარეშე და დასუფთავება ერთდისკიანი მოსაპრიალებელი მანქანის გამოყენებით.
განხილვა დავიწყოთ იატაკის მონტაჟის შემდგომი გასუფთავებით
დამონტაჟების შემდეგ მოწმენდა
- მოწმინდეთ იატაკი ნაჭრითა და მოსაწმენდი საშუალებით.
- აწმინდეთ ბინძური წყალი ჩვრით ან იატაკის ნაჭრით.
- ხელახლა მორეცხეთ იატაკი სუფთა წყლითა და იატაკის ნაჭრით
- აცალეთ იატაკს გაშრობა
- წაუსვით დამცავი საშუალება სუფთა ნაჭრით
რეგულარული დასუფთავება:
- მოწმინდეთ იატაკი მტვრის მოსაწმენდი ნაჭრით ან მტვერსასრუტით.
- ამოიყვანეთ ლაქები სველი ნაჭრით.
პერიოდულად:
- პულვიზატორით მოასხით მოსაწმენდი საშუალება და მოწმინდეთ ზედაპირი ერთდისკიანი მოსაპრიალებელი მანქანით
- გამოიყენეთ პულვიზატორი იმ ადგილებში სადაც აუცილებელია.
თუკი იატაკი საჭიროებს დამატებით მოვლას, გამოიყენეთ დამონტაჟების შემდეგ მოწმენდის მეთოდი.
დამატებითი დასუფთავება:- მოხეხეთ იატაკი მოსახეხი ჯაგრისით.
- აწმინდეთ ბინძური წყალი ჩვრით ან იატაკის ნაჭრით.
- მორეცხეთ სუფთა წყლითა და იატაკის ნაჭრით
- ჩვრით წაუსვით დამცავი საშუალება
- აცალეთ იატაკს გაშრობა
ვინილის იატაკის დასუფთავება ერთდისკიანი მოსაპრიალებელი მანქანის გამოყენებით არის საუკეთესო გადაწყვეტილება ძლიერი დაბინძურებისა და დაზიანების შემთხვევაში. ამ მეთოდით დასუფთავებული იატაკი დიდხანს ინარჩუნებს ოპტიმალურ კონდიციას და მაქსიმალურად ამოჰყავს იატაკიდან ჭუჭყი.
დაგეგმეთ რბილი იატაკის ღრმა, პროფესიონალური წმენდა წელიწადში ერთხელ მაინც (ან უფრო ხშირად ისეთ ადგილებში, სადაც ხშირია ფეხით მოძრაობა).