იატაკების კლასიფიკაციის სისტემა
იატაკების კლასიფიკაციის სისტემა
ევროპაში 1996 წლიდან არსებობს იატაკების კლასიფიკაციის NF EN 685 სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს თუ სადაა რეკომენდებული ამა თუ იმ იატაკის გამოყენება. კლასების იდენტიფიცირება ხდება იმის მიხედვით, თუ საშუალოდ რამდენი ადამიანი მოძრაობს იმ ტერიტორიაზე და შესაბამისად რა არის საშუალო ცვეთის დონე. კლასიფიკაციის ეს სტანდარტი განკუთვნილია ლამინირებული იატაკებისთვის, ვინილის რულონებისა და ფილებისთვის, რბილი იატაკის რულონებისა და ფილებისთვის, მარმოლეუმისთვის, კორპისა და რეზინის იატაკებისთვის. კლასების მითითება იატაკზე ხდება რიცხვების და/ან სიმბოლოების საშუალებით.


ორ ციფრიანი რიცხვის შემთხვევაში, პირველი რიცხვი აღნიშნავს იმ არეს, ადგილს, სადაც იატაკის გამოყენება არის რეკომენდებული:

  • 2 - საცხოვრებელი სახლი ან ბინა
  • 3 - კომერციული და საჯარო დანიშნულების ადგილები
  • 4 - ინდუსტრიული დანიშნულების ადგილები
რაც შეეხება მეორე ციფრს, ის  აღნიშნავს, თუ რა ინტენსივობის ცვეთაა ამ ადგილზე:

  • 1 - მცირე
  • 2 - საშუალო
  • 3 - მაღალი
  • 4 - ძალიან მაღალი
კლასის დადგენა ხდება ამ ორივე მახასიათაბლის გათვალისწინებით. მაგალითად, თუკი იატაკზე აღნიშნულია 23 კლასი, ეს ნიშნავს რომ ის განკუთვნილია სახლში არსებული მაღალი დატვირთვის ოთახებისთვის. 34 კლასი განკუთვნილია უმაღლესი დატვირთვის კომერციული და საჯარო დანიშნულების ადგილებისთვის და ა.შ.

გარდა ამისა, კლასების აღნიშვნა ხშრად ხდება სპეციალურად შექმნილი სიმბოლოებით, რომელზეც ასევეა მითითებული რიცხობრივი აღნიშვნაც. ვრცლად ყველა კლასის განმარტება შემდეგია:

    22 კლასი - განკუთვნილია სახლისთვის. იმ ოთახებისთვის, რომლებსაც არ აქვთ პირდაპირ გასასვლელი გარეთ.

   23 კლასი - რეკომენდებულია სახლში, მაღალი დატვირთვის ზონებისთვის.

   31 კლასი - მცირე დატვითვის კომერციული ადგილებისთვის. ინივიდუალური ოფისები,სასტუმროს ოთახები და ა.შ.  

   32 კლასი - საშუალო დატვირთვის კომერციული ადგილებისთვის.

   33 კლასი - მაღალი დატვირთვის კომერციული ადგილებისთვის. აეროპორტის მოსაცდელი ადგილებისთვის, მაღაზიებისთვის, რომელთაც აქვთ გარეთ პირდაპირი გასასვლელი, სასკოლო ოთახებისთვის პირდაპირი გასასვლელის გარეშე, რესტორნების, კლუბების, ბარებისთვის და ა.შ.

   34 კლასი - უმაღლესი ინტენსივობის დატვირთვის კომერციული ადგილებისთვის. გარეთ გასასვლელიანი საკლასო ოთახები, მუზეუმები, საჯარო შეხვედრების ადგილები, ძალიან დატვირთული რესტორნები და ა.შ.

   41 კლასი - მსუბუქი ინდუსტრიული დატვირთვის ადგილებისთვის. სადაც საქმიანობა უმეტესად სრულდება ხელით, დანადგარების მინიმალური გამოყენებით.

   42 კლასი - საშუალო ინტენსიობის დატვირთვის საწარმოებისთვის. ზონებისთვის, სადაც ძირითადი სამუშაო სრულდება ფეხზე დამდგარი პერსონალის მიერ და/ან დანადგარის მიერ.

   43 კლასი - მაღალი დატვირთვის ინდუსტრიული ზონებისთვის.

გარდა ზაემოთ მოცემული კლსიფიკაციის სტანდარტისა, ლამინატისა და ვინილის ფილების  შერჩევისას ხშირად ხდება AC (Abrasion criteria) რეიტინგის გათვალისწინება. ეს რეიტინგი მერყეობს AC 1 - AC 6 ის ფარგლებში და შესაბამისობაშია კლასიფიკაციის სტანდარტებთან. AC (Abrasion criteria) - ეს არის კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს იატაკის მედეგობას კაწვრის, გახეხვის, გარეგანი ზემოქმედების და ლაქების მიმართ. ამ რეიტინგის დადგენა უამრავი ტესტის მეშვეობით ხდება: მათ შორის სიმაღლიდან მძიმე საგნის დაცემის (ეს იგივეა რაც IC - impact criteria სტანდარტი), მძიმე ავეჯის ნაჭდევების, გორგოლაჭიანი სკამების მიერ გამოწვეული კაწვრის, ლამინატის ღერების კიდეების გაბერვის და ა.შ. ყველა ამ ტესტის შედეგების გათვალისწინებით ხდება იატაკისთვის AC რეიტინგის მინიჭება, რომელიც შემდეგნაირად გამოიყურება:

  • AC 1 - (დამახასიათებელია 21 კლასის იატაკებისთვის) - ამ რეიტინგის იატაკების გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ ძალიან მსუბუქი ინტენსიობის დატვირთვის საცხოვრებელ ოთახებში, მაგალითად საძინებლებში.
  • A C 2 - (დამახასიათებელია 22 კლასის იატაკებისთვის) - ამ რეიტინგის იატაკების გამოყენება რეკომენდებულია მცირე და საშუალო ინტენსიობის დატვირთვის საცხოვრებელ ოთახებში, იმ ოთახებში, რომელთაც არ აქვთ პირდაპირი გასასვლელი გარეთ.
  • A C 3 - (დამახასიათებელია 23/31 კლასის იატაკებისთვის) - ამ რეიტინგის იატაკების გამოყენება რეკომენდებულია მაღალი და ძალიან მაღალი დატვირთვის საცხოვრებელ ადგილებში (მისაღებში, კორიდორებში) და მსუბუქი დატვირთვის კომერციულ/საჯარო ადგილებში.
  • A C 4 - (დამახასიათებელია 32 კლასის იატაკებისთვის) - ამ რეიტინგის იატაკების გამოყენება რეკომენდებულია საშუალო და საშუალოზე მაღალი ინტენსიობის დატვირთვის კომერციულ/საჯარო ადგილებში, სალონებში, მცირე კაფეებში, ინდივიდუალურ ოფისებში.
  • A C 5 - (დამახასიათებელია 33 კლასის იატაკებისთვის) - ამ რეიტინგის იატაკების გამოყენება რეკომენდებულია მაღალი ინტენსიობის დატვირთვის კომერციულ/საჯარო ადგილებში, რესტორნებში, სკოლებში, შოურუმებში, სასტუმროებში და ა.შ.
  • A C 6 - (დამახასიათებელია 34 კლასის, ყველა ინდუსტრიული კლასის იატაკებისთვის) - ამ რეიტინგის იატაკების გამოყენება რეკომენდებულია ძალიან მაღალი ინტენსიობის დატვირთვის კომერციულ/საჯარო ადგილებში. მაგალითად: აეროპორტების ტერმინალებში, სახელმწიფო და საჯარო სტრუქტურების მიმღებ/მოსაცდელ ზონებში. ასევე ინდუსრტიულ და საწარმო შენობებში.
იატაკების ცეცხლისადმი რეაქციის სტანდარტი

EN 13501-1 წარმოადგენს სამშენებლო მასალების ცეცხლისადმი რეაქციის ევროპულ სტანდარტს. სტანდარტის მიხედვით განსაზღვულია, თუ როგორია ამა თუ იმ მასალის რექცია, აალებადობა, ბოლის რაოდენობა და წვის დრო ცეცხლის შემთხვევაში. იატაკები ამ სტანდარტის მიხედვით იყოფა 7 კლასად:  A 1, A 2, B, C, D, E და F.

  • დასახელებებში FL მიუთითებს floor-ზე (იატაკი)

კლასებში დამატებითი კრიტერიუმი S (smoke) მიუთითებს მასალის წვის დროს ბოლის გამოყოფასა და სისწრაფეზე.