წარმოგიდგენთ იატაკის ქიმიის მწარმოებელი, გერმანული ლიდერი კომპანიის, ,,Eurocol Forbo''-ს ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. იატაკის სრულყოფილი ზედაპირის მისაღებად, ლაკით დაფარვამდე, გამოიყენეთ მაღალი ხარისხის გრუნტი. Eurocol 882-ერთკომპონენტიანი პოლიურეთან-აკრილის წყლის ბაზაზე დამზადებული დასაგრუნტი ლაქია, რომელიც ქმნის გლუვ ზედაპირს და ამცირებს კიდეების შეწებების რისკს. გამოიყენება ყველა ტიპის ხის და კორპის იატაკისთვის. ნებადართულია მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის.
ორმხრივი შპატელის გამოყენების შემთხვევაში: დანახარჯი-30მლ/1მ².
მიკრო ბოჭკოვანი ლილვაკის გამოყენების შემთხვევაში: დანახარჯი- 100მლ/მ²
შრობის დრო -30-60წთ.