DANI
კომპანია "დანი" არის ყოფილი "პარკეტ სერვის ჯე“, რომელიც უკვე 15 წელზე მეტია ქართულ ბაზარზე წარმატებულად პოზიციონირებს.
ორ-შრიანი პარკეტი
არქიტექტურა აფასებს ინდივიდუალიზმს, შემოქმედებითობას და თამაშობს დეტალებით. ასეთია Jawor-Parkiet-ის ვინტაჟური ხაზი. ეს სერია არის ორი-შრიანი მუხის ინდივიდუალური დიზაინის იატაკები, რომელიც ისევე, როგორც სტილის გემოვნებიანი ნაზავი, ქმნის უნიკალურ კომპოზიციას. მთელი დიზაინი დაცულია ზეთის და ცვილის სამი ფენით და დასრულებულიია 4-მხრიანი ღარებით. Vintage Series თითოეული დეკორი შედგება სამი ტიპის ელემენტისა და ზედაპირის სხვადასხვა დასრულებისაგან.იატაკი განკუთვნილია იატაკქვეშა გათბობისთვის.
რბილი იატაკი
Tessera Basis - რბილი იატაკის ფილები 100%-ის ნეილონის ნართისაგან არის დამზადებული, რაც მას ანიჭებს დრეკადობასა და ცვეთამედეგობას, რომელიც აუცილებელია კომერციული, მაღალი დატვირთვის იატაკისათვის. ეს კოლექცია მოიცავს უამრავ დეკორს, რომელიც ნებისმიერი დიზაინის სივრცეს მოუხდება.
სამ-შრიანი პარკეტი
სამშრიანი პარკეტი ნატურალური ხის ძალიან პოპულარული პროდუქტია, რომელიც შექმნილია ბუნებრივი ხის სამი ფენისაგან. ზედა საცვეთი ფენა ფერადი და საგულდაგულოდ დასრულებულია მაღალი ხარისხის ხისგან. ასეთი სახით იატაკები ბევრად უფრო ჯანმრთელი და გამძლეა. ის უზრუნველყოფს ხმის არაჩვეულებრივ იზოლაციას.ბუნებრივი დაფებისგან დამზადებული იატაკები ინტერიერს აძლევს მკაფიო ხასიათს. ის შესანიშნავია იმ სახლებისთვის, სადაც ალერგიით დაავადებულები და ბავშვები ცხოვრობენ. შესაფერისია სველი ან ელექტრო იატაკქვეშა გათბობის სისტემის თავზე დასაყენებლად.ჩვენთან წარმოდგენილი, სამშრიანი იატაკების მწარმოებელი,: პოლონური კომპანია Barlinek უზრუნველყოფს სამშრიანი ხის იატაკების ფართო არჩევანს. ესენია: კოპიტი(იფანი), მუხა, წიფელი, მერბაუ, იატობე და საპელი. ხელმისაწვდომია სხვადასხვა ფერის, ზეთოვანი ან ლაქიანი. ისინი მდგრადია ოთახებში ტემპერატურისა და ტენიანობის ცვლილებების მიმართ. დაზიანებული ზედაპირი შეიძლება განახლდეს. ასევე მარტივად ინსტალირებადია.
ბოლო პოსტები
იატაკის მოვლა

იატაკის მოვლა

ლაქითა და ზეთით დამუშავება
ლაქითა და ზეთით დამუშავება
ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

  ეკოლოგიურად სუფთა პროდუქცია

სერვისები