ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

კომპანიის შესახებ

კომპანია "დანი" არის ყოფილი "პარკეტ სერვის ჯე". უკვე 15 წელზე მეტია რაც ეს კომპანია ქართულ ბაზარზე ოპერირებს . 2000 წელს ჩვენ დავიწყეთ პატარა მაღაზიით და ახლა უკვე შეგვიძლია ჩვენს მომხმარებელს შევთავაზოთ პროდუქტების  ფართო არჩევანი ჩვენს დიდსა და ლამაზ შოურუმში. ჩვენთან წარმოდგენილია პროდუქცია მხოლოდ ევროპული ქვეყნებიდან, როგორიცაა: ბელგია, იტალია, ინგლისი, ჰოლანდია, გერმანია, პოლონეთი. კომპანია "დანი" ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში ისეთი კომპანიების, როგორიცაა: Forbo, Berryalloc, Barlinek, Moderna, Chimiver, stille, exoline, panmar და ა.შ

საუკეთესო ხარისხი და ძალიან ფართო არჩევანი არის ის ღირებულებები, რომლებიც ჩვენს კომპანიას ყველა სხვა კონკურენტისაგან გამოარჩევს.

ჩვენთან შეგიძლიათ შეიძინოთ:

  • მასიური და მრავალშრიანი პარკეტი
  • ლამინირებული იატაკი საცხოვრებელი და კომერციული დანიშნულებისათვის
  • საპროექტო და სახლის ვინილი
  • რბილი იატაკისა და ფლოტექსის ფილები და რულონები
  • დეიკი ტერასისათვის და კედლებისათვის
  • წებოები და გრუნტები ნებისმიერი იატაკისათვის
  • თვითსწორებადი იატაკი
  • ლაქები, ზეთები, ცვილი და მოსავლელი საშუალებები ხის იატაკებისათვის

ასევე გთვაზობთ სერვისებს: პარკეტისა და ლამინატის დაგება და მოხვეწა, რბილი იატაკისა და ვინილის ინსტალაცია და ა.შ