წარმოგიდგენთ იატაკის ქიმიის მწარმოებელი, გერმანული ლიდერი კომპანიის, ,,Eurocol Forbo''-ს ხარისხიან და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას. იატაკის სრულყოფილი მონტაჟისთვის გამოიყენეთ მაღალი ხარისხის წებო. Eurocol 642 - ტექსტილის მსუბუქი ფილების ფიქსაციისთვის განკუთვნილი მრავალჯერადი წებოა, რომელიც ეზრუნველყოფს ხალიჩის ფილების განმეორებით გამოყენებას, ბიტუმის, PVC / CV ან PUR მძიმე ქვედა საფარით. წებო საშუალებას იძლევა რბილი იატაკის საფარის დაზიანების შემთხვევაში მარტივად მოხდეს მისი დემონტაჟი და ახლით ჩანაცვლება. პროდუქტი შეიძლება გამოყენებულ იქნას იატაკქვეშა გათბობაზე. ნებადართულია მხოლოდ შიდა გამოყენებისთვის.
დაბალი ემისიის სამონტაჟო მასალა
დანახარჯი: 100 - 120 გ / მ²
შრობის დრო: დაახ.20 - 40 წუთი გამჭვირვალობამდე.