იატაკების კლასიფიკაციის სისტემა
იატაკების კლასიფიკაციის სისტემა
ევროპაში 1996 წლიდან არსებობს იატაკების კლასიფიკაციის NF EN 685 სტანდარტი, რომელიც განსაზღვრავს თუ სადაა რეკომენდებული ამა თუ იმ იატაკის გამოყენება.კლასების იდენტიფიცირება ხდება იმის მიხედვით,თუ საშალოდ რამდენი ადამიანი მოძრაობს იმ ტერიტორიაზე და შესაბამისად რა არის საშუალო ცვეთის დონე. კლასიფიკაციის ეს სტანდარტი განკუთვნილია ლამინირებული იატაკებისათვის, ვინილის რულონებისა და ფილებისათვის, რბილი იატაკის რულონებისა და ფილებისათვის, მარმოლეუმისათვის,კორპისა და რეზინის იატაკებისათვის. კლასების მითითება იატაკზე ხდება რიცხვების და/ან სიმბოლოების საშუალებით.

ორ ციფრიანი რიცხვის შემთხვევაში, პირველი რიცხვი აღნიშნავს იმ არეს,ადგილს, სადაც იატაკის გამოყენება არის რეკომენდებული:
  • 2 - საცხოვრებელი სახლი ან ბინა
  • 3 - კომერციული და საჯარო დანიშნულების ადგილები
  • 4 - ინდუსტრიული დანიშნულების ადგილები
რაც შეეხება მეორე ციფრს, ის  აღნიშნავს, თუ რა ინტენსივობის ცვეთაა ამ ადგილზე:
  • 1 - მცირე
  • 2 - საშუალო
  • 3 - მაღალი
  • 4 - ძალიან მაღალი
კლასის დადგენა ხდება ამ ორივე მახასიათაბლის გათვალისწინებით. მაგალითად, თუკი იატაკზე აღნიშნულია 23 კლასი, ეს ნიშნავს რომ ის განკუთვნილია სახლში არსებული მაღალი დატვირთვის ოთახებისთვის. 34 კლასი განკუთვნილია უმაღლესი დატვირთვის კომერციული და საჯარო დანიშნულების ადგილებისათვის და ა.შ.
გარდა ამისა, კლასების აღნიშვნა ხშრად ხდება სპეციალურად შექმნილი სიმბოლოებით, რომელზეც ასევეა მითითებული რიცხობრივი აღნიშვნაც. ვრცლად ყველა კლასის განმარტება შემდეგია:
   .