იატაკის მოვლა
იატაკის მოვლა

იმისათვის, რომ ხშირად არ მოგვიწიოს იატაკის აღდგენითი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია დროულად და სწორად მოვუაროთ და მივხედოთ მას. ეს ეხება, როგორც პარკეტს, ასევე ლამინირებულ იატაკს, ნატურალურ ლინოლიუმს, ვინილსა და რბილ იატაკებს. ჩვენ მოგცემთ ინსტრუქციებს, როგორ და რა საშუალებებით გაწმინდოთ და მოუაროთ იატაკებს, აგრეთვე გთავაზობთ დასუფთავების სერვისს, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისათვის.

პარკეტის მოვლა-დასუფთავება.

როგორც უკვე აღვნიშნეთ ყველა ტიპის იატაკს ჭირდება მოვლა, თუმცა საფარის მიხედვით განსხვავებულია მოვლის საშუალებები და მეთოდები.  ლაქით, ზეთით და ცვილით დაფარული პარკეტის მოვლის ძირითადი წესები და სტანდარტებია:

- დაუშვებელია შენობაში ტემპერატურისა და ტენიანობის დიდი ცვალებადობა.

- დროულად უნდა მოიწმინდოს პარკეტზე დასხმული ნებისმიერი სითხე.

- დროდადრო უნდა განახლდეს დამცავი მასტიკის ფენა.

- მოიწმინდოს სპეციალური საწმენდი საშუალებებით.

- ეცადეთ არ იაროთ პარკეტზე ქუსლიანი ფეხსაცმლით.

- ავეჯთან გამოიყენეთ სპეციალური დამცავი ქეჩები.

- ეცადეთ პარკეტზე არ მოხვდეს ქუჩიდან შემოტანილი ქვიშა და კენჭები.

- გამოიყენეთ მხოლოდ მაღალი ხარისხის დამცავი და მოვლის საშუალებები.

ზეთით და ცვილით დაფარული პარკეტის მოვლა-დასუფთავება შეიძლება ორი მეთოდით - მშრალი და სველი. მშრალი მეთოდი გულისხმობს იატაკის დასუფთავებას მტვერსასრუტით. სველი მეთოდის დროს იატაკის მოწმენდა ხდება სველი ჩვრით. ამ დროს წყალში უნდა გაერიოს სპეციალური საშუალება, რომელიც შეიცავს ცვილს, მაგალითად ისეთი საშუალება, როგორიცაა „ფორბოს" პროდუქტი 892 Floor Soap . მოწმენდის შემდეგ ზედაპირი აუცილებლად უნდა დაიფაროს სპეციალური დამცავი მასტიკით, რომელიც დამზადებულია ცვილის და ნატურალური ზეთის ბაზაზე. ცვილის და ზეთის აპკი მოითხოვს რეგულიარულ განახლებას. ამისათვის ჩვენ ვიყენებთ კომპანია „ჩიმივერის" წარმოებულ პროდუქტებს: Lios Soft Balm და Lios Kronos. საცხოვრებელ სახლებში აუცილებელია წელიწადში მინიმუმ ორჯერ განვაახლოთ ზეთოვანი მასტიკის საფარი.

ლაქი იცავს პარკეტს ცვეთისაგან. თავის მხრივ ლაქსაც ჭირდება დამცავი აპკი, რომელსაც წარმოქმნის პოლიმერული მასტიკა. გალაქული პარკეტის მოვლის პროცესი იყოფა ორ ეტაპად: პარკეტის მოწმენდა-გასუფთავება და ზედაპირის დაფარვა დამცავი საშუალებით. იატაკის მოსაწმენდად ჩვენ ვიყენებთ ისეთ ეფექტურ საშუალებას, როგორიცაა კომპანია „ფორბოს"  წარმოებული პროდუქტი  891 Aqua Basic Cleaner.  მოწმენდის შემდეგ ჩვენ ვიყენებთ ისევ „ფორბოს" წარმოებულ უმაღლესი ხარისხის მასტიკებს: 898 Longlife Basic Care, 897 Sport Floor Care, 888 Universal Care და 887Parquet and Floor-Care. საცხოვრებელ სახლებში მასტიკის საფარის განახლება წელიწადში ორჯერაა რეკომენდებული, სალონებსა და მაღაზიებში - თვეში ერთხელ, ხოლო რესტორნებსა და კლუბებში - თვეში ორჯერ.

ნატურალური ლინოლიუმისა და ვინილის მოვლის მეთოდი.

„ფორბოს" მიერ წარმოებული ნატურალური ლინოლეუმისა და ვინილის იატაკების მოვლა და მოწმენდა საკმაოდ ადვილია მისი მყარი დამცავი ფენის გამო. ჩვენ ვიყენებთ ლინოლეუმისა და ვინილის იატაკების მოვლის ორ მეთოდს - დასუფთავება ერთდისკიანი მოსაპრიალებელი მანქანის გამოყენებით და მოვლა-დასუფთავება აპარატის გარეშე. 

დასუფთავება ერთდისკიანი მოსაპრიალებელი მანქანის გამოყენებით არის საუკეთესო გადაწყვეტილება. ამ მეთოდით დასუფთავებული იატაკი დიდხანს ინარჩუნებს ოპტიმალურ კონდიციას და  მაქსიმალურად ამოყავს იატაკიდან ჭუჭყი.

დამონტაჟების შემდეგ მოწმენდა: 

 

-   მოწმინდეთ იატაკი შვაბრით და მოსაწმენდი  საშუალებით.

-   აწმინდეთ ბინძური წყალი ჩვრით ან შვაბრით.

-   მორეცხეთ სუფთა წყლითა და შვაბრით

-   აცალეთ იატაკს გაშრობა

-   წაუსვით დამცავი საშუალება სუფთა ჩვრით

-   მოაპრიალეთ ზედაპირი ერთდისკიანი მოსაპრიალებელი მანქანით.

რეგულარული დასუფთავება:

-   მოწმინდეთ იატაკი მტვრის მოსაწმენდი შვაბრით ან მტვერსასრუტით.

-   ამოიყვანეთ ლაქები სველი შვაბრით.

პერიოდული დასუფთავება:

- პულვიზატორით მოასხით მოსაწმენდი საშუალება და მოწმინდეთ  ზედაპირი ერთდისკიანი მოსაპრიალებელი მანქანით

- გამოიყენეთ პულვიზატორი იმ ადგილებში სადაც აუცილებელია.

თუკი იატაკი საჭიროებს დამატებით მოვლას, გამოიყენეთ დამონტაჟების შემდეგ მოწმენდის მეთოდი.


მოვლა-დასუფთავება აპარატის გარეშე . ამ მეთოდითაც შეგვიძლია მივიღოთ ოპტიმალური შედეგი, მითუმეტეს იმ შემთხვევაში თუ შეუძლებელია ერთდისკიანი მოსაპრიალებელი მანქანის გამოყენება ან უბრალოდ არ გვაქვს ასეთი მანქანა.

დამონტაჟების შემდეგ მოწმენდა:

-   მოწმინდეთ იატაკი შვაბრით და მოსაწმენდი საშუალებით.

-   აწმინდეთ ბინძური წყალი ჩვრით ან შვაბრით.

-   მორეცხეთ სუფთა წყლითა და შვაბრით

-   ჩვრით წაუსვით დამცავი საშუალება

-   აცალეთ იატაკს გაშრობა

რეგულარული დასუფთავება:

-   მოწმინდეთ იატაკი მტვრის მოსაწმენდი შვაბრით ან მტვერსასრუტით.

-   ამოიყვანეთ ლაქები სველი შვაბრით.

პერიოდული დასუფთავების დროს გამოიყენეთ დამონტაჟების შემდეგ მოწმენდის მეთოდი

დამატებითი დასუფთავება:

-   მოხეხეთ იატაკი მოსახეხი ჯაგრისით.

-  აწმინდეთ ბინძური წყალი ჩვრით ან შვაბრით.

-  მორეცხეთ სუფთა წყლითა და შვაბრით

-  ჩვრით წაუსვით დამცავი საშუალება

-  აცალეთ იატაკს გაშრობა